понедельник, 29 апреля 2013 г.

გერმანიაში მკურნალობა გადაარჩენს

წყარო : http://www.orthodoxy.ge/daxmareba/mariam-kapanadze/mariam-kapanadze2.htm

5 წლის მარიამ კაპანაძეს დაუსვეს დიაგნოზი PHACEs სინდრომი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე სახის დაავადებას (ნათხემის ჰემიჰიპოპლაზია, ჰენამგიომა,აორტის თაღის ანომალია და თვალის პრობლემები), მარიამს გაკეთებული აქვს გულის მანკის ოპერაცია 2 თვის ასაკში, ამჟამად მკურნალობს ჰემანგიომაზე, რომელმაც გამოიწვია სიელმე და სმენის დაქვეითება (ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა).
მიმდინარე წლის მაისის თვეში მარიამს ჰემანგიომაზე ჩაუტარდა მკურნალობის კურსი გერმანიაში, ბერლინში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იგი საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რათა მოხდეს სრული გამოჯანმრთელება. გერმანიაში მკურნალობა, უფლის ნებით, კეთილი ხალხის შემოწირულობებით დაფინანსდა, რადგან ოჯახს არ გააჩნდა ამის საშუალება, მარიამის გარდა ჰყავს კიდევ 2 მცირეწლოვანი შვილი.
იმედია ახლაც გამოვიჩენთ გულისხმიერებას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან მარიამი ჩვენი გადარჩენილია და მას ბოლომდე გამოვაჯანმრთელებთ და იგი შესძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულყოფილი წევრი. ჰემანგიომის სრულად მოშორების შემდეგ იქნება შესაძლებელი სმენისა და ყურის პრობლემების მოგვარებაც.

საკონტაქტო ტელეფონები:
577 77 85 03 (დედა – მაია აბდუშელიშვილი)
577 77 30 24 (მამა – როსტომ კაპანაძე)
254 96 32
e-mail: abdushelishvilimaia@yahoo.com


გაეცანით ამ სტატიის პირველწყაროს http://www.orthodoxy.ge/daxmareba/mariam-kapanadze/mariam-kapanadze2.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий