понедельник, 29 апреля 2013 г.

6 წლის აგარელ ბავშვს გერმანიაში მკურნალობა გადაარჩენს



ქალთა საკონსულტაციო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ირინა პეტროვა, აგარაში მცხოვრებ 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჯანდაცვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს. ირინა პეტროვამ ამის შესახებ, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მისი ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
6 წლის გოგონა, ზუსტად ერთი წლის წინ, უგონოდ გახდა. ეს, მხოლოდ, მაშინ შეიტყვეს მშობლებმა, როდესაც ბავშვს ღვიძლის ფიბროზი/ციროზი (პათოლოგიური დაავადება) აღმოუჩინეს. ბავშვის გადარჩენა კი, მხოლოდ, ღვიძლის გადანერგვას დაექვემდებარება. სალომეს მშობლებსაც გადაადგილება უჭირთ. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან. სალომეს დედას, ავარიის გამო, 9 წლის ასაკში მოკვეთეს ფეხი. ხოლო მამას დაბადებიდან ცალი ფეხი განუვითარებელი აქვს. ეს ოჯახი საზოგადოების თანადგომას და დახმარებას ითხოვს.
აფხაზეთიდან დევნილმა ლელა ეხვაიამ, რომელიც მუშაობს ასოციაციაში ,,ცხოვრების შანსი”, ორი თვის წინ შემთხვევით აღმოაჩინა ეს ოჯახი.
,,6 წელი ვიცხოვრე გერმანიაში და ახლა ყველას დავუკავშირდი, ვინც იქ მყავს. დახმარებას ვითხოვ ამ ბავშვის გადასარჩენად. ბავშვის ანალიზები ყველაფერი გერმანიაში იყო გადაგზავნილი და იქიდან მოვიდა ასეთი პასუხი, რომ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ამ ეტაპზე ბავშვი არ მკურნალობს. ასეთი სახის ოპერაციას საქართველოში არ ატარებენ. სასწრაფოდ ბავშვი და ერთ-ერთი მშობელი, თებერვლის დასაწყისში, უნდა იყოს გამგზავრებული გერმანიაში და გაკეთდეს ოპერაცია. მხოლოდ გამოკვლევის თანხა ჯდება 7 000 ევრო. ბილეთის თანხა 600 ევრო. და ოპერაციის თანხაზე კი დაახლოებით 50 000 ევროზეა საუბარი.” – ამბობს ლელა ეხვაია.
მშობლების და ბავშვის თან დასწრებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი მიმართავენ, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპარქიას, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა და ქალთა ფონდს, სამხარეო ადმინისტრაციას, იავნანას ფონდს, მობილურ კომპანიებს, სანდრა რულოვსს, და ასევე თუ შესაძლებელი იქნება გამართავენ კონცერტს გორელი ჯეოსტარელების მონაწილეობით და ბილეთის თანხითაც დაეხმარებიან ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

თამარ კაჯილაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი http://qartli.ge/web/2749

Комментариев нет:

Отправить комментарий