როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ანგელა მერკელმა განაცხადა, ტიმოშენკოს გამოკვლევის შემდეგ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისთვის უმჯობესია მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიაროს.
ტიმოშენკოს გერმანიაში გადაყვანის თაობაზე მოლაპარაკებები გერმანიისა და უკრაინის საგარეო უწყებების დონეზე მიმდინარეობს. მანამდე ანგელა მერკელს არაერთხელ უთქვამს, რომ უკმაყოფილოა ტიმოშენკოს პატიმრობის პირობებით.
ტიმოშენკოს პატიმრობის გამო რამდენიმე დღის წინ გერმანიის პრეზიდენტმა, იოაჰიმ გაუკმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
"ინტერპრესნიუსი"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/52489-angela-merkelma-daadastura-rom-timoshenkos-germaniashi-samkurnalod-gadayvanaze-molaparakebebi-mimdinareobs.html#ixzz2RpGS7nzY
Комментариев нет:
Отправить комментарий